Thursday, March 1, 2012

განხორციელებული პროექტი
მსოფლიოს შვიდი საოცრება
მსოფლიოს შვიდ საოცრებას უწოდებენ კაცობრიობის მთელი ისტორიის მანძილზე შექმნილ ყველაზე ცნობილ სიას. შვიდი საოცრება პირველად ძვ.წ.მე-5 საუკუნეში მცხოვრებმა ბერძენმა ისტორიკოსმა ჰეროდოტემ მოიხსენია თავის საოცრებათა სიაში.

გიზას დიდი პირამიდა


უძველესი სამყაროს შვიდი საოცრებიდან დღეს მხოლოდ
ეგვიპტეში აგებული გიზას დიდი პირამიდა არსებობს. თითქმის 4000 წლის განმავლობაში ის მსოფლიოს ყველაზე მაღალი შენობა იყო-მისი სიმაღლე 147მ.-ს აღწევს. გიზას პირამიდა დღესაც უდიდეს ქვის ნქგებობად რჩება. ისმდინარე ნილოსის დასავლეთ ნაპირზე ააგო მეფე ხეფუმ, მეოთხე დინასტიის მეორე მმართველმა, რომელიც უფრო ბერძნული სახელით ხეოფსითაა ცნობილი. იგი ეგვიპტეს ძვ. წელთაღრიცხვის 2551-2528 წლებში მართავდა და საკუთარ პირამიდის აგებას ხელმძღვანელობდა,რომელიც მისი აკლდამა უნდა ყოფილიყო. ეს პირამიდა მამამისის სნოფრუს პირამიდას ეფუძნება, თუმცა მასზე ბევრად დიდია და პირამიდების მშენებლობის უდიდეს პერიოდზე მეტყველებს. პირამიდები გიზას დიდი პირამიდის მშენებლობამდეც არსებობდა და მის შემდაგაც არაერთი ააგეს, მაგრამ არცერტი მათგანი ისე არ განაცვიფრებდა მნახველს ოთხ ათასწლეულზე მეტი ხნის განმავლობაში, როგორც დიდი პირამიდა.


ზევსის ქანდაკება ოლიმპიაში

ძვ. წ.433 წელს მოქანდაკე ფიდიასმა ზევსის, ბერძენთა უზენაესი ღმერთის ქანდაკება დაასრულა. ქანდაკება, რომელიც სამხრეთ საბერძნეთის ქალაქ ოლიმპიაში მისთვის სპეციალურად აგებულ ტაძარში იდგა. სიმაღლეში 13 მეტრს აღწევდა-ე.ი. დღევანდელ ოთხსართულიან სახლზე მაღალი იყო. ქანდაკება მრავალ ძვირფას მასალას შეიცავდა, მათ შორის ერთ ტონა სპილოს ძვალსა და ტონაზე მეტ ოქროს.
ყველას აოცებდა როგორც ქანდაკების სიდიადე, ასევე მცირე დეტალების განსაკუთრებული დახვეწილობა. გადმოცემით, ის უფრო საიუველირო ნაწარმს გავდა, ვიდრე ქანდაკებას. ფიდიასმა ზევსი ტახტზე მჯდომი გამოსახა. იგი ტახტზე ისე ბუნებრივად იჯდა, რომ ხზლხს ეჩვენებოდა თითქოს ცოცხალ ღმერთს უყურებდა. ქანდაკება ტაძარში რამდენიმე საუკუნის განმავლობაში იდგა, მაგრამ რომაელთა ბატონობის დროს მიივიწყეს. ქანდაკების ნაწილები ახ.წ.394 წელს ბიზანტიის დედაქალაქ კონსტანტინეპოლში (დღევანდელი სტამბოლი) გადაიტანეს სადაც ის ხანძარმა იმსხვერპლა.


ჰალიკარნასის მავზოლეუმი


ჰალიკარნასის მავზოლეუმი, არქიტექტურისა და ქანდაკების ბრწყინვალე შედევრი, ერთ დროს არაჩვეულებრივი სანახავი იყო. ის ძვ.წ. მე-4 საუკუნეში ააგეს, როგორც ქალაქ პალიკარნასის მმართველის, მავსოლეს აკლდამა. მეცნიერთა აზრით, მშენებლობა მავსოლეს სიცოცხლეშივე დაიწყო. მავსოლემ მხოლოდ საუკეთესო მოქანდაკეები დაიქირავა, რომელთა ოსტატობის შედეგად ნაგებობას საუკუნო დიდება ხვდა წილად.
მავსოლე კარიის სამეფოს მართავდა, რომელიც სპარსეთის იმპერიაში შედიოდა, თუმცა თითქმის სრულიად დამოუკიდებელი იყო. 337-353 წლებში მავსოლეს მიერ განხორციელებულმა ამბიციურმა სამშენებლო პროექტებმა ჰალიკარნასი ეგეოსის ზღვის ულამაზეს ქალაქად აქცია. მავზოლეუმის პროექტის შექმნა ბერძენ არქიტექტორ პითეოსს მიეწერება. 353 წელს, მავსოლეს სიკვდილის შემდეგ მშენებლობას მისი მეუღლე და ტახტის მემკვიდრე არტემისია ზედამხედველობდა. არტემისია მშენებლობის დასრულებამდე გარდაიცვალა, მაგრამ მშენებლებმა გადაწყვიტეს დაესრულებინათ მავზოლეუმი, რომელიც მათი უბადლო ოსტატობის დამადასტურებელი უნდა ყოფილიყო. მოგვიანებით მავზოლეუმი განადგურდა, მაგრამ არქეოლოგიურმა გათხრებმა მის მრავალ საიდუმლოს ნათელი მოჰფინა. ჰალიკარნასს დღეს ბოდრუმი ეწოდება. იქ მდებარე მუზეუმში მრავალი საინტერესო დეტალი ინახება.


ბაბილონის დაკიდებული ბაღები


ლეგენდა ბაბილონის დაკიდებული ბაღების შესახებ დაახლოებით 2000 წელი არსებობს, მაგრამ რაც არ უნდა საოცარი იყოს მათი არსებობის დამადასტურებელი არცერთი საბუთი არ მოგვეპოვება. ქალაქ ბაბილონის ( დღევანდელი ერაყის ტერიტორია) უძველეს აღწერებში ბაბილონი არ მოიხსენიება. ბაღების კვალს ვერ მიაგნეს არქიტექტორებმაც, რომელთაც ეს უძველესი ქალაქი მთლიანად გათხარეს.
გადმოცემის თანახმად, ბაღები მეფე ნაბუქოდონოსორ II-მ ააგო. ისტორიული ჩანაწერები მოწმობენ რომ, ნაბუქოდონოსორმა, რომელიც ძვ.წ. 605-562 წლებში მეფობდა, ბაბილონის იმპერია შექმნა და ქალაქ ბაბილონს შორს გაუთქვა სახელი. ლეგენდის თანახმად, მეფემ თავისი მეუღლის, დედოფალ ამიტასისთვის საჩუქრად დაკიდებული ბაღების გაშენება გადაწყვიტა. ქალაქი ბაბილონი 539 წელს სპარსელთა შემოსავამ გაანადგურა და ბაღების შესახებ დღეს მხოლოდ გადმოცემით ვიგებთ. თუმცა მსგავსი ბაღების კვალს ბაბილონის მახლობლად მიაგნეს, რის შედეგადაც არქეოლოგებმა ნაწილ-ნაწილ შეძლეს დაკიდებული ბაღების სურათის აღდგენა.
როდოსის კოლოსი

ძვ.წ.304 წელს ქალაქი როდოსი საშინელ ალყას გადაურჩა. ეს ფაქტი სადღესასწაულოდ აღნიშვნას იმსახურებდა, ვინაიდან ეს იყო მასამე ალყა რომელიც კუნძულს 30 წლის განმავლობაში დაემუქრა. ბედნიერმა ხალხმა კუნძულის მფარველი მზის ღმერთის-ჰელიოსისთვის უზარმაზარი ქანდაკების აგება გადაწყვიტა.ქანდაკების მშენებლობა დააფინანსეს იმ ფულით, რომელიც დემეტრიუს პოლიერკეტესის მიერ დედაქალაქის ხანგრძლივი ალყის მოხსნის შემდეგ დარჩენილი სამხედრო შეიარაღების გაყიდვის შედეგად მიიღეს.
32 მეტრიანი ბრინჯაოს ქანდაკების, როდოსის კოლოსის მშენებლობა ძვ.წ.292 წელს დაიწყო და 12 წელი გრძელდებოდა. ქანდაკება, რომელიც ნავსადგურის მახლობლად მარმარილოს ფუძეზე დადგეს, ბრინჯაოს ფურცლებისა და ბრინჯაოგადაკრული რკინის კონსტრუქციებისაგან ააგეს. მოქანდაკე ქარესს ლინდოსელის უდიდესი ძალისხმევის მიუიხედავად, კოლოსმა 60 წელიც კი ვერ იარსება, ასე რომ, მას მსოფლიო საოცრებებს შორის მას ყველაზე ხანმოკლე ისტორია აქვს. ძვ.წ.226 წელს მომხდარი მიწისძვრის დროსკოლოსი მუხლებში გადატყდა, მიწაზე დაეცა და ნამსხვრევებად იქცა.წს ნანგრევები ხელყხლებელი რჩებოდა ახ.წ.654 წლამდე, როდესაც არაბებმა, რომლებმაც კუნძული დაიპყრეს, ბრინჯაოს ნაწილები სირიელ ვაჭარს მიჰყიდეს. ამ უკანასკნელს ნამსხვრევების 900 აქლემი დასჭირდა. როდოსის კოლოსის არცერთ ნაწილს ჩვენამდე არ მოუღწევია.

ალექსანდრიის შუქურა

ალექსანდრიის შუქურა, რომელიც ღამე დიდი მანძილიდან ჩანდა, შთამბეჭდავი სანახაობა იყო. მისი სინათლე გემებს სახიფათო წყალქვეშა კლდეების შესახებ ამცნობდა. შუქურა მსოფლიოს შვიდი საოცრებიდან უკანასკნელი და ამასთანავე ყველაზე სასარგებლო იყო. საუკუნეების განმავლობაში შუქურა მსოფლიოში საცხოვრებლად გამოსადეგ ყველაზე მაღალ ნაგებობად რჩებოდა. მან თითქმის 1700 წელი იარსება და დღემდე მსოფლიოს ყველაზე მაღალ შუქურად ითვლება.
ქალაქი ალექსანდრია ალექსანდრე მაკედონელმა დაარსა ძვ.წ. 332 წელს. თავდაპირველად ის მეთევზეებით დასახლებული პატარა სოფელი იყო, რომლის მახლობლად მდებარე წყალქვეშა კლდეებზეც არაერთი გემი დამსხვრეულა.ქალაქის მნიშვნელობა თანდათან იზრდებოდა რის გამოც გაჩნდა შუქურის აგების აუცილებლობა, რომელსაც პორტში შემავალი გემები დამსხვრევისაგან უნდა ეხსნა. დაახლოებით ძვ.წ. 299 წელს ალექსანდრეს მემკვიდრემ, პტოლემაიოს სოტერმა მახლობელ კუნძულ ფაროსზე შუქურის მშენებლობა დაიწყო. მშენებლობა 20 წელი გრძელგებოდა.
მოგვიანებით ალექსანდრია არაბებმა დაიპყრეს, რის შემდეგაც ქალაქმა თავისი მნიშვნელობა დაკარგა, ხოლო ნავსადგური შლამმა დაფარა. შუქურა საჭირო აღარ იყო. მიწისძვრები ნაგებობას სულ უფრო და უფრო აზიანებდა და საბოლოოდ ის ზღვაში ჩაიქცა.
არტემიდეს ტაძარი ეფესოში

არტემიდეს სახელგანთქმული ტაძარი, რომელიც მსოფლიოს საოცრებების სიაში შევიდა, ეფესოში აგებულ ტაძრებს შორის ულამაზესი იყო. მცირე აზიაში, თანამედროვე თურქეთის დასავლეთ სანაპიროზე მდებარე ეფესო ერთ დროს რეგიონის ყველაზე მდიდარი ქალაქი იყო.იმ დროისთვის, როდესაც არტემიდეს ბრწყინვალე ტაძარი აშენდა, ეფესო მნიშვნელოვანი რელიგიური ცენტრი იყო, სადაც 200000 ადამიანი ცხოვრობდა.
ქალაქის პირველი ტაძრები, რომლებიც დაახლოებით ძვ.წ. 850 წელს აშენდა არტემიდეს წინამორბედს, ნაყოფიერების ღმერთ კიბელეს ეძღვნებოდა. ეს რელიგიური ცენტრი რამდენჯერმე დაინგრა და აღდგა. ერთ-ერთი საუკეთესო ტაძრის აგება კრეზუსმა, ლიდიის უაღრესად მდიდარმა მეფემ დააფინანსა. მაგრამ ძვ.წ. 356წ. შეშლილმა ჰეროსტრატემ დაწვა. ძვ.წ. მე-4 საუკუნის მიწურულს დამწვარი ტაძრის ადგილზე ააგეს ახალი, რომელიც მოგვიანებით მსოფლიოს შვიდი საოცრების სიაში შევიდა. გადმოცემის თანახმად დიდი ტაძარი თვალს ჭრიდა იმ მნახველებსაც კი, რომლებიც სხვა ბერძნულ მონუმენტებსაც იცნობდნენ, აქედან გამომდინარე ტაძარი სრულიად განსაკუთრებული იყო.
მოგვიანებით ის დამპყრობლებმა გაძარცვეს, ხოლო როდესაც ქრისტიანობა რომის იმპერიის ოფიციალური რელიგია გახდა, საბოლოოდ დაანგრიეს.

პროექტის განხორციელებაში მონაწილეობას ღებულობდა ეწრის საჯარო სკოლის მერვე კლასის მოსწავლეები.
მისწავლეებმა შეძლეს ასაკის შესაფერისი სირთულის დაძლევა და პროექტის განხორციელება.
2011- 2012 სასწ. წელი.

Saturday, February 25, 2012

ქართული ენის ისტორია და დამწერლობა
პროექტის სახელწოდება: ქართული ენის ისტორია და დამწერლობა

მოკლე აღწერა:მოიძიონ მოსწავლეებმა ინფორმაცია ქართული ენის წარმომავლობისა და დამწერლობის შესახებ.

ვრცელი აღწერა:პროექტში მოსწავლეები მოიპოვებენ ინფორმაციას ქარღული ენის წარმოშობისა და განვითარების შესახებ. გაეცნობიან დამწერლიბის სახეებს,ქართული ანბანის განვითარების საფეხურებს (ასომთავრულიდან მხედრულამდე). აწარმოებენ კვლევებს ანბანის წარმოშობისა და განვითარების შესახებ, მოიძიებენ ინფორმაციებს უძველესი ქართული წერილობითი ძეგლებისა და წარწერების შესახებ.

მოსწავლეთა ასაკი, კლასი, საფეხური: VIII-IX-საფეხური-II.

ვადები, ხანგრძლივობა: 2 თვე.
შესაძლო აქტივობა: შეიქმნება ჯგუფი, რომელიც განახორციელებს პროექტს. შეირჩევა საპროექტო თემა, მოსწავლეები გამოთქვამენ საკუთარ მოსაზრებებს, შექმნიან გარკვეულ სამოქმედო გეგმას და გადაინაწილებენ ფუნქციებს. შეთანხმდებიან პროექტის შესასრულებელ ვადებზე. განიხილავენ მოძიებულ ინფორმაციას და გამართავენ დისკუსიას ტუ რამდენად ღირებულია მოპოვებული მასალა. მოიძიებენ ვიზუალურ მასალას თვალსაჩინოებისთვის.

მოსალოდნელი შედეგები:გაკეთდება პროექტის პრეზენტაცია, განთავსდება პროექტის საიტზე, შეიქმნება პროექტის ბლოგი, მოეწყობა საღამო პროექტის წარსადგენად. შეიქმნება ფოტოალბომი.

სარგებელი სხვებისთვის: სხვა მოსწავლეები გაიგებენ საიდან, როგორ წარმოიშვა და განვითარდა ქართული ანბანი და დამწერლობა. გაიგებენ რამდენი წლის ისტორია აქვს, როგორი სახის იყო მრგლოვანი და ნუსხური ანბანი, რატომ ეწოდა მრგლოვანი-ასომთავრული და ნუსხა - ხუცური. რომელ საუკუნეებში იყო გაბატონებული თიოეული, როდის წარმოიშვა მხედრული და რატომ ეწოდა ეს სახელი.

საგნებთან კავშირი: ისტის გამოყენება ინფორმაციის მოსაძიებლად. მასალები საქართველოს ისტორიიდან.
ისტის საშუალებით მოსწავლეები მოიპოვებენ საპრეზენტაციო მასალას. პროექტი განთავსდება ბლოგზე. მოსწავლეებს განუვითარდებათ ინფორმაციის მოძიების, ცოდნის გამოყენების, კვლევის, დისკუსიის უნარი. მოპოვებული მასალის ანალიზის, სინთეზის და შეფასების უნარი. განუვითარდებათ თანამშრომლობის, ურთიერთპატივისცემის, პასუხისმგებლობის უნარი. გაუუმჯობესდებათ კითხვისა და წერის უნარი.

პროექტის ხელმძღვანელი: თ. სტურუა

ელ. ფოსტა: sturuatinatin@ yahoo. com

ვებ/გვერდი/ბლოგი: tinatinsturua. blogspot.com

Thursday, May 5, 2011



თემა: მსოფლიოს შვიდი  საოცრება.


იდეა:  ამ   პროექტის   განხორციელებისას   მოსწავლეები  თითოეული  საოცრების  წარმოშობისა და შექმნის  ისტორიას  გაეცნობიან.
ა)  რა  იციან  მსოფლიოში არსებულ  საოცრებათა  შესახებ.
ბ)რა მიზნით შეიქმნა თითოეული  მათგანი.
გ) ვის მიერაა  ისინი  შექმნილი.
დ) სად,  რომელ  ქვეყანაში  მდებარეობს  თითოეული.
ე) არის თუ არა  ისინი  ადამიანის  შესაძლებლობების  რეალურად  ამსახველი.
აქტუალობა:  პროექტი ხელს შეუწყობს  ინფორმაციის  მოპოვებისა  და  ძიების  უნარის  განვითარებას.
მოსწავლეები  მიიღებენ  ინფორმაციას  საოცრებათა  შემქმნელების შესახებ.
მიზანი: ა)  მოსწავლეებმა  უნდა  განსაზღვრონ  თითოეული  საოცრების  მნიშვნელობა.
ბ) მსჯელობის  დროს გამოხატონ დამოკიდებულება  შესაბამისი  საოცრების  მიმართ.
გ) ჩამოუყალიბდებათ დამოკიდებულება  იდეის ავტორთა მიმართ.
დ)შეძლებენ  ილუსტრაციებზე  მოცემული საოცრებების  ამოცნობას  და შეფასებას.
ე)მსჯელობის დროს ჩამოუყალიბდებათ  აზრის კორექტულად გამოთქმის უნარი.


ასაკობრივი  ჯგუფი:12–13  წელი.


დრო:  2–3  თვე.
შეფასების  რუბრიკა:  ა)ინფორმაციის  მოძიება.  ბ)ორგანიზება.  გ)მსჯელობა.  დ)ზეპირი  პრეზენტაცია.
მოსალოდნელი  შედეგი:  შეიქმნება  საოცრებათა სამყაროს  რეალური სურათი.
რესურსები:  კომპიუტერი(ინტერნეტი),  ენციკლოპედია, ილუსტრაციები.
აქტივობები:
ა) თემის შერჩევა და შესაბამისი  შეკითხვების ჩამოყალიბება.
ბ)საპროექტო  ჯგუფის  ჩამოყალიბება.
გ) პროექტის  გეგმის  შემუშავება  ჯგუფში.
დ)მოვალეობების  გადანაწილება.
ე)დროის ლიმიტის დაცვა.
ვ) შემაჯამებელი შეფასება  რუბრიკის  მიხედვით.
საგნებთან კავშირი: ისტის  ეფექტურად გამოყენება ამა თუ იმ მასალის  ტექსტის  შესაქმნელად და  დასამუშავებლად.

ხელმძღვანელი: თ. სტურუა

ელ. ფოსტა:tinatinsturua@yahoo.com

ვებ–გვერდი/ბლოგი:tinatinsturuablogspot.com